კირ სტარმერი: ბრიტანეთი მზადაა უკრაინაში ჯარები განათავსოს

Primetime.ge 2 თვის წინ 69
კირ სტარმერი: ბრიტანეთი მზადაა უკრაინაში ჯარები განათავსოს
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთი მზადაა უკრაინაში ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების აღსასრულებლად ჯარები განათავსოს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.„გაერთიანებული სამეფო მზად არის წამყვანი როლი შეასრულოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის დაჩქარებაში. ეს მოიცავს უკრაინის არმიის შემდგომ მხარდაჭერას. ჩვენ უკვე ავიღეთ ვალდებულება წელიწადში 3 მილიარდი ფუნტის უზრუნველყოფაზე მინიმუმ 2030 წლამდე, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს მზადყოფნას, შევიტანოთ წვლილი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში საჭიროების შემთხვევაში ადგილზე საკუთარი ჯარების განთავსებით“, - ციტირებს გამოცემა სტარმერს.
სრულად წაიკითხეთ სტატია