"ეუთოს გენერალურ
მდივანთან დეტალურად
განვიხილეთ საქართველოს
წინაშე მდგარი
გამოწვევები. ჩვენთვის
ეუთო არის მნიშვნელოვანი
პლატფორმა, სადაც
ოკუპაციის საკითხის
დაყენება ხდება ხოლმე,
შესაბამისად,
მნიშვნელოვანია ჩვენი
პარტნიორების მხარდაჭერა,
როდესაც საუბარი შეეხება
საერთაშორისო სამართლის
პრინციპებს და
საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობის და
სუვერენიტეტის
მხარდაჭერას," - ამის
შესახებ საქართველოს
საგარეო საქმეთა
მინისტრმა, მაკა
ბოჭორიშვილმა
ისაუბრა.მისივე თქმით,
ეუთოს გენერალურ
მდივანთან, ფერიდუნ
სინირლ-ოღლუსთან
მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ
შეხვედრაზე ისაუბრეს
ეუთოსთან
თანამშრომლობაზე,
რეგიონში არსებულ
ვითარებასა და
საქართველოს წინაშე მდგარ
გამოწვევებზე."პრემიერ-მინისტრთან
შეხვედრაზე დეტალურად
ვისაუბრეთ საქართველოში
მიმდინარე პროცესებსა და
იმ გამოწვევებზე, რომელიც
დგას ქვეყნის წინაშე. კიდევ
ერთხელ დადასტურდა, რომ
საქართველოს არის ერთგული
პარტნიორი, რომელიც
ჩართულია ეუთოს
ინსტიტუტებთან ერთად
საერთაშორისო
პლატფორმებზე და
გააგრძელებს მჭიდრო
თანამშრომლობას ეუთოსთან,"
- აცხადებს მაკა
ბოჭორიშვილი.