კვარაცხელია ოქროს ბურთის რეიტინგში ორი საფეხურით დააქვეითეს – ცნობილია მიზეზი

Pnews 1 თვე წინ 42
კვარაცხელია ოქროს ბურთის რეიტინგში ორი საფეხურით დააქვეითეს – ცნობილია მიზეზი

ერთა ლიგის წლევანდელი გათამაშება პორტუგალიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა, რის შემდეგაც, Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა. ტოპ 10-ში რამდენიმე ცვლილებას ვხედავთ და „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ორი საფეხურით დაქვეითდა.

ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ფინალის შემდეგ, „კვარა“ მე-11 ადგილიდან მეშვიდეზე გადავიდა, „სელესაოს“ ტრიუმფის შემდეგ გამოქვეყნებულ რეიტინგში კი, მეცხრეზე იმყოფება. 24 წლის გარემარბს პორტუგალიელმა თანაგუნდელებმა, ვიტინიამ და ნუნუ მენდეშმა გადაუსწრეს.

ტოპ 10-ს რაც შეეხება, ცნობილი გამოცემის რეიტინგი ასე გამოიყურება: 1) უსმან დემბელე, 2) ლამინ იამალი, 3) რაფინია, 4) მოჰამედ სალაჰი, 5) კილიან მბაპე, 6) ვიტინია, 7) ნუნუ მენდეში, 8) დეზირე დუე, 9) ხვიჩა კვარაცხელია, 10) აშრაფ ჰაკიმი.

The post კვარაცხელია ოქროს ბურთის რეიტინგში ორი საფეხურით დააქვეითეს – ცნობილია მიზეზი appeared first on PNews.ge.

სრულად წაიკითხეთ სტატია