კვარაშოუ ლიონში – რა შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიამ 10-ქულიანი სისტემით ლიონის წინააღმდეგ ?

Pnews 6 საათი წინ 14
კვარაშოუ ლიონში – რა შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიამ 10-ქულიანი სისტემით ლიონის წინააღმდეგ ?

ხვიჩა კვარაცხელიამ “პსჟ”-ს მაისურით მორიგი შეხვედრა ჩაატარა.

საფრანგეთის ჩემპიონატში ხვიჩას მოწინააღმდეგე გიორგი მიქაუტაძის ლიონი იყო.

ხვიჩამ მოედანზე 68 წუთი გაატარა და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.

ქართველმა ვარსკვლავმა პარიზული გრანდის რიგებში ყველაზე კარგი მატჩი სწორედ ლიონის წინააღმდეგ ჩაატარა და სტატისტიკური გვერდისგან Sofascore-სგან ძალიან მაღალი, 8.6 ქულა დაიმსახურა.

კვარას თამაშმა ბევრს ხვიჩას ნეაპოლში გატარებული საწყისი პერიოდი გაახსენა, რადგან ქართველის მაგიურმა მოქმედებებმა მართლაც რომ დიდი მოწონება დაიმსახურა.

საბოლოოდ კვარამ მოედანი საგოლე გადაცემით დატოვა და ამჯერადაც უსმან დემბელეს გაუკეთა გადაცემა.

The post კვარაშოუ ლიონში – რა შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიამ 10-ქულიანი სისტემით ლიონის წინააღმდეგ ? appeared first on PNews.ge.

სრულად წაიკითხეთ სტატია