“ეს საშინელებაა რა… თუ კანონი ამას ითვალისწინებს, მაშინ კანონი არ ვარგებულა” – თემურ ჭყონია

News.ge 23 საათი წინ 2
“ეს საშინელებაა რა… თუ კანონი ამას ითვალისწინებს, მაშინ კანონი არ ვარგებულა” – თემურ ჭყონია
ეტგაზეთის კითხვის პასუხად, ბიზნესმენი, თემურ ჭყონია, ამბობს:
“მე კანონმდებლობაში ვერ ვერკვევი და მგონი არც არის აუცილებელი, მაგრამ ის, რომ 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ეს საშინელებაა რა. შეიძლება ვიღაცა იურისტმა თქვას, რომ კანონი ამას ითვალისწინებს, მაგრამ მაშინ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თვითონ კანონი არ ვარგებულა.
🔴ასე დასჯა ადამიანის, რომელმაც შეიძლება ემოციურ ფონზე პატარა პროტესტი გამოხატა, ეს საშინელებაა. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მიუღებელია. მე ვერც წარმომიდგენია, რომ ასეთ პატარა ქვეყანაში ასეთი მკაცრი სასჯელები არსებობს. მიუღებელია, აბსოლუტურად მიუღებელია. აღშფოთებული ვარ, რომ ამ თემაზე არის დისკუსია”
❗მზია ამაღლობელს, რომლის ბოლო სასამართლო პროცესი 1 აგვისტოს გაიმართება, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
📌ბრალდების მიხედვით, ის თავს დაესხა პოლიციელს, თუმცა კვალიფიციური იურისტები თანხმდებიან, რომ სილის გაწნა არ არის თავდასხმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია