თბილისის მერი კახა კალაძე
ფარმაცევტ ნათელა
ვაშაკიძეს ესტუმრა და 100
წლის იუბილე პირადად
მიულოცა. დედაქალაქის
მერმა იუბილარს
ჯანმრთელობა და დიდხანს
სიცოცხლე
უსურვა.საიუბილეო
თარიღთან დაკავშირებით,
მუნიციპალიტეტის მერიის
„100 წელს მიღწეულ
მოქალაქეთათვის ერთჯერადი
დახმარების“ პროგრამის
ფარგლებში, ნათელა
ვაშაკიძეს 10 000 ლარი
ჩაერიცხება.„მთელი გულით
გილოცავთ 100 წლის იუბილეს,
დიდხანს სიცოცხლეს
გისურვებთ. სიხარული,
ხვავი, ბარაქა და
ბედნიერება არ
მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახს.
როგორც იცით, თბილისის
მერია ახორციელებს ძალიან
მნიშვნელოვან პროგრამას,
რომელიც 100 და მეტი წლის
მოქალაქეებს 10 000 ლარით
ასაჩუქრებს. იმედი მაქვს, 100
წლის და უფროსი ასაკის რაც
შეიძლება ბევრი მოქალაქე
ეყოლება თბილისს“, -
განაცხადა კახა
კალაძემ.თავად ნათელა
ვაშაკიძემ თბილისის მერს
გულისხმიერებისთვის
მადლობა გადაუხადა და
აღნიშნა, რომ ხანგრძლივად
სიცოცხლის საიდუმლო
სამშობლოს
სიყვარულია.„წარმოშობით
სამტრედიის რაიონიდან ვარ
და განსაკუთრებით
მეამაყება, ასეთი
წარმატებული მერი რომ
ჰყავს ჩვენს დედაქალაქს.
ჩემი ნატვრა იყო,
შეგხვედროდით, რომ
დამელოცეთ და მადლობა
მეთქვა იმ საქმეებისთვის,
რასაც აკეთებთ. დღეს ეს
ნატვრა შემისრულდა, თქვენ
თავად მესტუმრეთ. 64 წელი
ვიმუშავე, მეამაყება ჩემი
განვლილი გზა. ასეთი
ბედნიერი დღე დამიდგა.
მადლობა ყველას, ვინც
მობრძანდით და ჩემი
სიხარული გაიზიარეთ. ვისაც
სამშობლო უყვარს, ვინც
თავისი ქვეყნისთვის
ნამდვილად იბრძვის, უფალს
ვთხოვ, რომ ბედნიერად და
ჯანმრთელად იყოს“, -
განაცხადა ნათელა
ვაშაკიძემ.თბილისის
მერიამ მიმდინარე წელს
შესაბამისი პროგრამის
ბენეფიტი 10-ჯერ გაზარდა. 10
000-ლარიან ფულად დახმარებას
თბილისში რეგისტრირებული
ის ხანდაზმულები იღებენ,
რომელთაც საბიუჯეტო წლის
განმავლობაში 100 და მეტი
წელი
შეუსრულდებათ.მოქალაქემ
ან მისმა წარმომადგენელმა,
თანხის მისაღებად,
თბილისის მერიის
ჯანმრთელობისა და
სოციალური მომსახურების
საქალაქო სამსახურს
განცხადებით უნდა
მიმართოს. განცხადებას თან
უნდა ერთოდეს 100 წელს
მიღწეული მოქალაქის
პირადობის მოწმობა და ბოლო
ერთი წლის განმავლობაში
თბილისში უწყვეტი
რეგისტრაციის შესახებ
სამოქალაქო რეესტრის მიერ
გაცემული საინფორმაციო
ბარათი. იძულებით
გადაადგილებული პირის
შემთხვევაში, დამატებით
საჭიროა იძულებით
გადაადგილებული პირის
მოწმობის ასლი.ფულადი
დახმარება ირიცხება
ხანდაზმული პირის საბანკო
ანგარიშზე, მომსახურე
ბანკიდან პირის მიერ
ანგარიშის გახსნის
შესახებ ინფორმაციის
მიღების შემდეგ. იმ
ხანდაზმულებს, რომლებმაც 2025
წლამდე უკვე ისარგებლეს
მერიის აღნიშნული
პროგრამით, განცხადების
დაწერა აღარ უწევთ და
ბენეფიტი პირდაპირ
ჩაერიცხებათ.დედაქალაქის
მერთან ერთად, 100 წლის
იუბილართან სტუმრად
ჯანდაცვის და სოციალური
მომსახურების საქალაქო
სამსახურის უფროსი გელა
ჩივიაშვილი, ჩუღურეთის
რაიონის გამგებელი დავით
მაქაცარია, ასევე,
საკრებულოსა და
პარლამენტის წევრები
იმყოფებოდნენ.