კახა კალაძე თბილისში გამართულ საპროტესტო მსვლელობებზე: სახელმძღვანელოები დაუძველდათ უბრალოდ

Primetime.ge 6 დღის წინ 12
კახა კალაძე თბილისში გამართულ საპროტესტო მსვლელობებზე: სახელმძღვანელოები დაუძველდათ უბრალოდ
„დღეს აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობაა - ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან ბევრი ინფორმაცია მიიღო, როგორ ხდება ფერადი რევოლუციები, რა სცენარით იმართება და ვინ მართავს ამ ყველაფერს“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას თბილისში გამართულ საპროტესტო მსვლელობებთან დაკავშირებით.მისი თქმით, აქციების მამოძრავებელი არის ის, რომ ოპოზიცია ვერ ეგუება საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებას.„სახელმძღვანელოები დაუძველდათ უბრალოდ, იმიტომ, რომ ყველაფერი ცხადი და ნათელია, ყველაფერი გაშიფრულია. დღეს, აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობაა - ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან ბევრი ინფორმაცია მიიღო, როგორ ხდება ფერადი რევოლუციები, რა სცენარით იმართება, ვინ მართავს ამ ყველაფერს, ყველაფერი გაშიფრულია, ყველაფერი დევს ხელის გულზე. თავიდან ხომ გახსოვთ, როდესაც 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ამ შანტაჟის წინააღმდეგ ჩვენი დამოკიდებულება, გამოვიდა ხალხი და საუბარი იყო, თითქოს ევროინტეგრაციას ვაჩერებთ. გაირკვა, რომ ეს იყო ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. ჩვენ როგორ შეიძლება შევაჩეროთ ევროინტეგრაციის პროცესი, პირიქით, ვთქვით, რომ გახსენით მოლაპარაკების პროცესი და მზად ვართ, დღესვე მოვაწეროთ ხელი. ბურთი მათ მხარესაა, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ გზაზე და ასე გაგრძელდება მომავალში.დღეს უკვე ხომ ხვდებით, რა იყო ამ აქციების ძირითადი მიზეზი და მამოძრავებელი? ისინი ვერ ეგუებიან იმას, რომ 26 ოქტომბერს დამარცხდნენ საპარლამენტო არჩევნებში. ისინი ასევე დამარცხდნენ 14 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არის მოცემულობა, რომელთან შეგუება აუცილებლად მოუწევთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ. მოუწევთ შეგუება იმაზე, რომ ქვეყანაში ჩვენ გვექნება მშვიდობა, განვითარება და წინსვლა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია