ეუთო/იდირის დასკვნაში
პირდაპირ თეთრზე შავით
წერია, რომ არჩევნები იყო
მრავალპარტიული, რომ ჩვენი
ქვეყნის მოსახლეობას
ჰქონდა შესაძლებლობა,
გაეკეთებინა არჩევანი,
პროცესი მიმდინარეობდა
მშვიდ ვითარებაში, – ამის
შესახებ დედაქალაქის
მერმა, კახა კალაძემ
მედიასთან საუბრისას
განაცხადა.კახა კალაძეს
კითხვა დაუსვეს ესტონეთის
საგარეო საქმეთა
მინისტრის, მარგუს ცაჰკნას
განცხადებაზე, რომ
საქართველოს ხელისუფლებამ
ეუთო/ოდირის
რეკომენდაციები უნდა
გაითვალისწინოს.თბილისის
მერის თქმით, საქართველოს
ხელისუფლება გამოთქვამს
მზადყოფნას, ორმხრივად
ითანამშრომლოს
ეუთო/ოდირის მხრიდან
მოწოდებული
რეკომენდაციების
შესასრულებლად.„არაფერი
განსხვავებული იმისა, რაც
იყო შუალედური დასკვნა, რა
განცხადებებიც იყო
გაკეთებული არჩევნების
შემდეგ. რეკომენდაციები,
რაც მოწოდებულია – აქ
საუბარია იმაზე, რომ
ეუთო/ოდირი აპირებს
თანამშრომლობას არჩეულ
ხელისუფლებასთან.
ამავდროულად, ჩვენც
გამოვთქვამთ მზაობას,
ვითანამშრომლოთ და თუ
რაიმე გასაუმჯობესებელია,
ამ მიმართულებით მზად ვართ,
ვიმუშაოთ“, – განაცხადა
კახა კალაძემ.