„რაც შეეხება ეუთო/იდირის
დასკვნას, პირდაპირ, თეთრზე
შავით წერია, რომ არჩევნები
იყო მრავალპარტიული, რომ
ჩვენი ქვეყნის
მოსახლეობას ჰქონდა
შესაძლებლობა,
გაეკეთებინა არჩევანი,
პროცესი მიმდინარეობდა
მშვიდ ვითარებაში“, -
განაცხადა დედაქალაქის
მერმა, კახა კალაძემ
მედიასთან საუბრისას,
როდესაც მას ესტონეთის
საგარეო საქმეთა
მინისტრის, მარგუს ცაჰკნას
მიერ გაკეთებულ
განცხადებაზე ჰკითხეს,
რომლის მიხედვით
საქართველოს ხელისუფლებამ
ეუთო/ოდირის
რეკომენდაციები უნდა
შეასრულოს.თბილისის მერის
თქმით, საქართველოს
ხელისუფლება გამოთქვამს
მზადყოფნას, ორმხრივად
ითანამშრომლოს
ეუთო/ოდირის მხრიდან
მოწოდებული
რეკომენდაციების
შესასრულებლად.„არაფერი
განსხვავებული, რაც იყო
შუალედური დასკვნა, რაც იყო
გაკეთებული განცხადებები
არჩევნების შემდეგ.
რეკომენდაციები რაც არის
მოწოდებული, აქ საუბარია
იმაზე, რომ ეუთო/ოდირი
აპირებს თანამშრომლობას
არჩეულ ხელისუფლებასთან
და ამავდროულად, ჩვენც
გამოვთქვამთ მზაობას
ვითანამშრომლოთ და თუ კი
რაიმე გასაუმჯობესებელია,
ამ მიმართულებით მზად ვართ,
ვიმუშავოთ“, - განაცხადა
კახა კალაძემ.