საპარლამენტო არჩევნებთან
დაკავშირებით თბილისის
მერს პოზიტიური
მოლოდინები აქვს. როგორც
კახა კალაძე განმარტავს,
საზოგადოებამ არჩევანი
უსამშობლო რადიკალებსა და
ღირსეულ მომავალს შორის
უნდა
გააკეთოს.„ვემზადებით
გამარჯვებისთვის. ეს არ
იქნება მხოლოდ ჩვენი
გამარჯვება, ეს იქნება
სრულიად საქართველოს
გამარჯვება. ერთ მხარეს
გვყავს რადიკალების
გაერთიანება, რომლებიც
უსამშობლო ადამიანები
არიან. ჩვეულებრივი
აგენტურაა, რომელშიც
წლების განმავლობაში
ასეულობით მილიონი დოლარი
იხარჯებოდა. ისინი დღესაც
მზად არიან, რომ ქვეყნის
წინააღმდეგ შეასრულონ
ნებისმიერი დავალება.
მეორე მხარეს მშვიდობა,
განვითარება, კეთილდღეობა
და ღირსეული ევროპული
მომავალი გვაქვს“, -
განაცხადა კახა კალაძემ.26
ოქტომბერს ამომრჩევლები
ოთხი წლის ვადით
საქართველოს პარლამენტის
150 დეპუტატს პროპორციული
საარჩევნო სისტემის
საფუძველზე აირჩევენ. სულ
3031 უბანი გაიხსნება და მათ
შორის 2 263-ზე კენჭისყრა
ელექტრონული საშუალებების
გამოყენებით გაიმართება.