2008 წელს გაერთიანებული
შტაბების ხელმძღვანელი
ზაზა გოგავა პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე, სადაც
2004 - 2008 წლებში საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე
შექმნილი ვითარება და 2008
წლის აგვისტოს ომი
განიხილება, კომისიის
მდივნის, სოზარ სუბარის
კითხვას პასუხობს.კერძოდ,
საქმე ეხება „ნაციონალური
მოძრაობის“ პერიოდში
შინაგან საქმეთა
სამინისტროს საინფორმაციო
ანალიტიკური
დეპარტამენტის უფროსის
შოთა უტიაშვილის ქმედებას,
რომელიც აგვისტოს ომის
დროს, პირდაპირ ეთერში
რუკაზე აჩვენებდა
განლაგებას და სამომავლო
გეგმებზე საუბრობდა.ზაზა
გოგავამ შსს იმჟამინდელი
მაღალჩინოსნის, შოთა
უტიაშვილის ქცევას,
„კატასტროფული შეცდომა“
უწოდა.სუბარის კითხვაზე,
რომ გოგავამ, როგორც შტაბის
ხელმძღვანელმა, რომელსაც
ყველა ემორჩილებოდა, ნუთუ
ვერ გასცა ბრძანება, რომ
შოთა უტიაშვილი და ეკა
ზღულაძე მოეხნათ ეთერიდან,
გოგავა პასუხობს, რომ „ეს
ომია და ეგეთი რაღაცები
ხდება“.„გამოდის, რომ არის
რაღაცები რასაც
ყურადღებას ვერ აქცევ.
გამოდის კი არა, ასეა. ეს
ომია და ომში ეგეთი
რაღაცები ხდება“-აღნიშნა
გოგავამ.2008 წელს
გაერთიანებული შტაბების
ხელმძღვანელი ზაზა გოგავა
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
სხდომაზე, სადაც 2004 - 2008
წლებში საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე
შექმნილი ვითარება და 2008
წლის აგვისტოს ომი
განიხილება, კომისიის
მდივნის, სოზარ სუბარის
კითხვას პასუხობს.კერძოდ,
საქმე ეხება „ნაციონალური
მოძრაობის“ პერიოდში
შინაგან საქმეთა
სამინისტროს საინფორმაციო
ანალიტიკური
დეპარტამენტის უფროსის
შოთა უტიაშვილის ქმედებას,
რომელიც აგვისტოს ომის
დროს, პირდაპირ ეთერში
რუკაზე აჩვენებდა
განლაგებას და სამომავლო
გეგმებზე საუბრობდა.ზაზა
გოგავამ შსს იმჟამინდელი
მაღალჩინოსნის, შოთა
უტიაშვილის ქცევას,
„კატასტროფული შეცდომა“
უწოდა.სუბარის კითხვაზე,
რომ გოგავამ, როგორც შტაბის
ხელმძღვანელმა, რომელსაც
ყველა ემორჩილებოდა, ნუთუ
ვერ გასცა ბრძანება, რომ
შოთა უტიაშვილი და ეკა
ზღულაძე მოეხნათ ეთერიდან,
გოგავა პასუხობს, რომ „ეს
ომია და ეგეთი რაღაცები
ხდება“.„გამოდის, რომ არის
რაღაცები რასაც
ყურადღებას ვერ აქცევ.
გამოდის კი არა, ასეა. ეს
ომია და ომში ეგეთი
რაღაცები ხდება“-აღნიშნა
გოგავამ.