კაროლაინ ბოსის ლექცია – შეკეთება

Alia 2 თვის წინ 111
კაროლაინ ბოსის ლექცია – შეკეთება

8 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7 ში, UNStudio-ს თანადამფუძნებლის კაროლაინ ბოსისლექციას  მასპინძლობს.

დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge-ზე, რის შემდეგაცკონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ ტურზე დასწრებას. დასწრება თავისუფალია.

შეცდომების გასწორებაშეკეთებაგამოსწორებაგაუმჯობესებაარქიტექტურა, რომელიც მუდმივად ევოლუციას განიცდის, ყოველთვის გვიბიძგებს გავაუმჯობესოთ ის, რასაც ვქმნით. ამის გაკეთება შესაძლებელია უამრავი განსხვავებული მეთოდით, ინსტრუმენტებისა და ტექნიკის გამოგონებითა დადახვეწით. გარდა ამ თემაზე პრაგმატული ფიქრისა, UNStudio ასევე ახდენს რეფლექსიას საკუთარ დისციპლინაზე და იმაზე თუ რა სიკეთე, შეგვიძლია მოვუტანოთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს.

კერლოლაინ ბოსი UNStudio-ს თანადამფუძნებელი / ურბანული დაგეგმარების მთავარი სპეციალისტი მელბურნის უნივერსიტეტის არქიტექტურის, მშენებლობისა და დაგეგმარების ფაკულტეტის საპატიო პროფესორი და იელის არქიტექტურის სკოლის ნორმან ფოსტერის არქიტექტურული დიზაინის მოწვეული პროფესორი.

კეროლაინ ბოსი ლონდონის უნივერსიტეტის ბირკბეკის კოლეჯში ხელოვნების ისტორიის მიმართულებით სწავლობდა, ხოლო უტრეხტის უნივერსიტეტის გეომეცნიერებების ფაკულტეტზე ურბანული და რეგიონული დაგეგმარება შეისწავლა. 1988 წელს მან არქიტექტორ ბენ ვან ბერკელთან ერთად დააარსა Van Berkel & Bos Architectuurbureau, სადაც მან თეორიული და კვლევითი საქმიანობა არქიტექტურული პრაქტიკით განავრცო. მისი დასრულებული პროექტები მოიცავს როტერდამში ერაზმუსის ხიდს, ნაიმეგენში მუზეუმ Het Valkhof-ს დაMoebius-ის სახლს.

1998 წელს კეროლაინ ბოსი UNStudio (United Net)-ის თანადამფუძნებელი გახდა. UNStudio სპეციალისტთა ქსელია არქიტექტურის, ურბანული დეველოპმენტისადა ინფრასტრუქტურის სფეროში. დასრულებული ურბანული დეველოპმენტის პროექტებს შორისააარნემის სადგურის ზონის რესტრუქტურიზაცია დარაფლ სითის მრავალფუნქციური კომპლექსი ჰენჯოუში. მიმდინარე პროექტები მოიცავს სამხრეთ სანაპიროს Beulah-ის მრავალფუნქციურ დეველოპმენტს მელბურნში და დასასვენებელი კუნძულის გენერალურ გეგმას სამხრეთ კორეაში.

კეროლაინ ბოსი გახლდათ მოწვეული ლექტორი პრინსტონის უნივერსიტეტში, ბერლაგეს ინსტიტუტიროტერდამში, ვენის სახვითი ხელოვნების აკადემიაში და არნემის არქიტექტურის აკადემიაში. 2012 წელს მელბურნის უნივერსიტეტის არქიტექტურის, მშენებლობისა და დაგეგმარების ფაკულტეტის საპატიო პროფესორის ტიტული მიენიჭა. 2021-2022 აკადემიური წლის მანძილზე იგი იყო ნორმან ფოსტერის სახელობის არქიტექტურული დიზაინის მოწვეული პროფესორი იელის არქიტექტურის სკოლაში. მისი სწავლების ძირითადიმიმართულება არქიტექტურული ნამუშევრებისინკლუზიური მიდგომაა, რომელიც აერთიანებს ვირტუალურ და  ფიზიკურ ორგანიზებასა დამშენებლობის ინჟინერიას. 2020-2022 წლებშიკეროლაინ ბოსი შეუერთდა AM-ს, როგორც AM Concepts-ის დირექტორი და ურბანული დაგეგმარების ხელმძღვანელი.

(R)

The post კაროლაინ ბოსის ლექცია – შეკეთება appeared first on .

სრულად წაიკითხეთ სტატია