უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია, მოდით, ევროპის შემდეგი გაერთიანება რეალობად ვაქციოთ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

News.ge 6 საათი წინ 10
უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია, მოდით, ევროპის შემდეგი გაერთიანება რეალობად ვაქციოთ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინისა და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში „კავშირის მდგომარეობის შესახებ“ ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპა თავისუფლებისა და ურთიერთდახმარების ძალის იდეაა, რომლისთვისაც ახლა იბრძვის. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი წევრობის მსურველ ქვეყნებს რეფორმების გატარებასა და ინტეგრაციაში ეხმარება.
„ძვირფასო წევრებო, როდესაც ვსაუბრობთ დამოუკიდებლობაზე, ვგულისხმობთ ჩვენი ბედის არჩევას. სწორედ ამისთვის იბრძვის უკრაინა და სწორედ ამას იმსახურებს ყველა ევროპელი, რადგან ევროპა იდეაა — თავისუფლებისა და ურთიერთდახმარების ძალის იდეა. ეს იყო იდეა, რომელიც 1989 წლის შემდეგ თაობას ამოძრავებდა, როცა აღმოსავლეთი და დასავლეთი გაერთიანდა. და ის ახლა ისეთივე ძლიერია, როგორიც მაშინ იყო. სწორედ ამიტომ ვუახლოებთ მომავალ წევრ სახელმწიფოებს ჩვენს კავშირს. ამისთვის ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს, მხარს ვუჭერთ რეფორმებს, ვეხმარებით მათ საერთო ბაზართან ინტეგრაციაში, რადგან მხოლოდ უფრო დიდი და ძლიერი კავშირია ყველასთვის უსაფრთხოების გარანტია. უკრაინის, მოლდოვის, დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ჩვენს კავშირშია, მოდით, ევროპის შემდეგი გაერთიანება რეალობად ვაქციოთ“, — აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
პირველი არხი

სრულად წაიკითხეთ სტატია