“კარგი რა, ეკა, ხომ არ ბნელა, მართლა?” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი

News.ge 3 კვირის წინ 9
“კარგი რა, ეკა, ხომ არ ბნელა, მართლა?” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ეკე ბესელიაზე საუბრობს.

“კარგია რომ მ ინანა, რომ თავის დროზე მერაბ ტურავას დაუჭირა მხარი, ოღონდ ის გამოაცხადა წინა “რეჟიმის” მიერ დევნილად.

კარგი რა ეკა ხომ არ ბნელა მართლა? მერაბ ტურავა იყო შევარდნაძის დროის სუპერ კორუმპირებული მოსამართლე, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ სამართლიანად გააგდეს და “რეჟიმმა” კი არა, არამედ დემოკრატიულად არჩეულმა მთავრობამ, რომელმაც თ გადასცა ხელისუფლება ოლიგარქს.

ამ უკანასკნელმა კი მექრთამეები, ადამიანის უფლებების დამრღვევები თეთრ ცხენზე ამხედრებული დააბრუნა თანამდებობებზე და ვინც იყო ასეთი სხვადასხვა პოსტზე, ისინი დააწინაურეს.

ხალხს შეიძლება არ ახსოვს, მაგრამ ქ-ნ ეკას ნამდვილად ემახსოვრება, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ჩემი ინიციატივით გადავიდა ბათუმში, თავმჯდომარე იყო გია პაპუაშვილი, ერთ-ერთი ყველაზე წესიერი და კომპეტენტური ადამიანი ვისაც იცნობს.

სწორედ ის ჩაანაცვლეს ტურავათი, ამიტომ თუ სინანულია – ბოლომდე გულწრფელი სინანული იყოს და არა სხვებისკენ ხელის გაშვერა” – წერს .

სრულად წაიკითხეთ სტატია