გარემოს ეროვნულ
სააგენტოში, უახლოეს
დღეებში სინოპტიკური
მდგომარეობის
გაუმჯობესებას ელოდებიან.
დღეს დღის მეორე
ნახევრიდან უხვი ნალექის
შეწყვეტაა ნავარაუდები
გურია-აჭარა- სამეგრელოს
ტერიტორიაზე.მთელი
საქართველოს მასშტაბით,
მათ შორის დედაქალაქში,
ტემპერატურა დღისით
მოიმატებს, თუმცა, ღამით
შენარჩუნდება
ყინვა.„მთლიანად
საქართველოს ტერიტორიაზე
ამინდის პირობების
გაუმჯობესებას ველოდებით.
გურია-აჭარა-სამეგრელოს
ტერიტორიაზე ნალექი
შეწყდება. მაქსიმალური
ტემპერატურა დღეისთვის
დასავლეთ საქართველოში+2+7
გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ
საქართველოში 0 +5 გრადუსის
ფარგლებში იქნება.
თბილისშიც +4 გრადუსი
დაფიქსირდება”, - განაცხადა
სინოპტიკოსმა ნაირა
მანველიშვილმა.