პარლამენტის საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარის, ნიკოლოზ
სამხარაძის განცხადებით,
უკანასკნელ თვეებში
განსაკუთრებით
გაძლიერებულია ზეწოლა
საქართველოს
ხელისუფლებაზე და ზოგადად
საქართველოზე."კარგად
ვხედავთ, რომ უკანასკნელ
თვეებში განსაკუთრებით
გაძლიერებულია ზეწოლა
საქართველოს
ხელისუფლებაზე და ზოგადად
საქართველოზე. ამ ჭრილში,
განსაკუთრებით
გამოირჩევიან ბალტიის
სახელმწიფოები და მათი
საგარეო საქმეთა
მინისტრები. შესაბამისად,
ჩვენ ვიცით, რომ ეს მათ დღის
წესრიგში არის, თუმცა
ძალიან მნიშვნელოვანია,
რომ ევროკავშირში
არსებობენ ქვეყნები,
რომლებიც ამ საკითხს ასე არ
უყურებენ. მე ძალიან დიდი
იმედი მაქვს, რომ იქნებიან
დედაქალაქები, რომლებიც
ამის წინააღმდეგ წავლენ", -
განაცხადა ნიკოლოზ
სამხარაძემ.ცნობისთის,
ბუდაპეშტში მაკა
ბოჭორიშვილთან შეხვედრის
შემდეგ, პიტერ სიიარტომ
თქვა, რომ უნგრეთმა
ბრიუსელისგან მიიღო
წინადადება, საქართველოს
ოფიციალური პირების
წინააღმდეგ სანქციები
დააწესონ. მისივე
განცხადებით, ბუდაპეშტი ამ
მოთხოვნას ვეტოს დაადებს.
სიიარტოს თქმით, უნგრეთი
წინააღმდეგია,
საქართველოს ოფიციალური
პირები სასანქციო სიაში
მოხვდნენ