„როგორც ჩანს, ადგილობრივი
აგენტების გარე პატრონები
ფიქრობენ, რომ გასული ორი
წლის მანძილზე პოლიტიკურ
პროცესებში ინტენსიურად
ჩართული ჯაშუშები სრულიად
ლუსტრირებულები არიან,
ამიტომაც, გადაწყვიტეს
ერთ-ერთი ყველაზე
„წონიანი“ აგენტი - ირაკლი
ალასანია დაებრუნებინათ
„სცენაზე“, იქნებ, როგორმე
მან მოახერხოს
საზოგადოების შეცდომაში
შეყვანა, ნდობის მოპოვება
და საქართველოში უცხოური
ინტერესების გატარება!
როგორც ჩანს, ჩვენმა
უცხოელმა „დაუძინებელმა
მეგობრებმა“ ჯერაც ვერ
გაიაზრეს, რომ მათი გეგმის
ვერ განხორციელების
მიზეზი არა მათ ხელში
უბრალო ინსტრუმენტად
ქცეული კონკრეტული
პერსონები, არამედ ის
მიზნები, გათვლები და
დამოკიდებულებებია,
რომლებიც საქართველოს
მიმართ გააჩნიათ!”- წერს
“ხალხის ძალის” წევრი
ზურაბ ქადაგიძე სოციალურ
ქსელში.