18 ოქტომბრამდე საჯარო მოხელე არ ვყოფილვარ, კანონი არის დაცული, როგორც ვიცხოვრე მთელი ცხოვრება სუფთად, ასე ვაპირებ გაგრძელებას - თინათინ რუხაძე

Primetime.ge 5 საათი წინ 2
18 ოქტომბრამდე საჯარო მოხელე არ ვყოფილვარ, კანონი არის დაცული, როგორც ვიცხოვრე მთელი ცხოვრება სუფთად, ასე ვაპირებ გაგრძელებას - თინათინ რუხაძე
18 ოქტომბრამდე საჯარო მოხელე არ ვყოფილვარ, კანონი არის დაცული. როგორც ვიცხოვრე მთელი ცხოვრება სუფთად, ასე ვაპირებ გაგრძელებას, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.„36 წელია, ვმუშაობ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შენობაში, 18 თუ 20 წლის ვიყავი, სამუშაოდ რომ მოვედი და მაშინაც კი არ ვიყავი უპოვარი. 18 ოქტომბერს მინისტრად რომ დავინიშნე, მანამდე საჯარო მოხელე არ ვყოფილვარ. 18 ოქტომბერს, დილით გავიგე ეს ამბავი. რამდენიმე საათი ვისხედით, ვსაუბრობდით, მივიღე ეს შეთავაზება და ძალიან აქტიურად შევედი ამ როლში. შემდეგ კანონი არის დაცული. მაღალ მოდაზე ზოგს გარდერობი ექნება და ვისაც რა უყვარს. მე არც ავტომანქანა არ მყავს პირადი და რაც შევძელი, მხოლოდ სიკეთით და შრომით, ბევრი შრომით“,- განაცხადა მინისტრმა.ამასთან, თინათინ რუხაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რომელიც თამთა სანიკიძემ ქონებრივი დეკლარაციის თაობაზე დაუსვა, რაც მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, რომ ის ორ კერძო კომპანიაში ფლობს წილებს – ერთში, როგორც კონსულტანტი – და რადგან კანონი უზღუდავს, რომ იქ მართვით იყოს წარმოდგენილი, გაგრძელდება თუ არა მისი საქმიანობა ამ კერძო კომპანიებთან?„იმ კომპანიასთან ვიყავი დაქირავებული კონსულტანტი. ვარ აქტიური ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ღამეში ოთხი სცენარი, ხუთი დიზაინმაკეტი ან რვა პროექტი დაწეროს, შეიძლება ცუდი, მაგრამ დაქირავებული კონსულტანტები ამას აკეთებენ. მე არ ვიყავი საჯარო მოხელე, მქონდა ამის დრო და საშუალება, 11:00-დან 18:00 საათამდე ოფიციალური სამუშაო დრო მქონდა ეროვნულ სასახლეში. ბევრი დრო მრჩებოდა ჩემი პროაქტიურობისთვის და ბევრ სიკეთეს ვაკეთებდი.რაც მთავარია, ის დეკლარაცია ჩემი ხელით შევავსე და როგორც ვიცხოვრე მთელი ცხოვრება სუფთად, ასე ვაპირებ გაგრძელებას“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია