საქართველოში
თანამდებობის პირებსა და
ორგანიზაციებს სანქციებს
დავუწესებთ, – ამის შესახებ
კანადის საგარეო საქმეთა
მინისტრმა, მელანი ჯოლიმ
ბრიუსელში NATO-ს საგარეო
საქმეთა მინისტრების
შეხვედრის დაწყებამდე
საქართველოს შესახებ
დასმული კითხვის პასუხად
განაცხადა.„ამ შეკითხვას
გუშინ ვუპასუხე რიგაში,
სადაც ბალტიის ქვეყნებთან
„3+1“ შეხვედრას ვესწრებოდი.
მე ვთქვი, რომ ნამდვილად
დავუწესებდი სანქციებს
თანამდებობის პირებსა და
ორგანიზაციებს
საქართველოში და ჩვენ ამას,
რა თქმა უნდა, ამერიკელ და
ევროპელ მეგობრებთან
მუშაობით გავაკეთებთ“, –
განაცხადა მელანი ჯოლიმ.