ვლადიმერ ბოჟაძე: კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა ფონდების დაყადაღება, სასამართლო განჩინებით მათი მფლობელების ბინების ჩხრეკა და დაველოდოთ როგორც გამოძიების შედეგებს, ისე სასამართლო გადაწყვეტილებებს

Primetime.ge 3 საათი წინ 5
ვლადიმერ ბოჟაძე: კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა ფონდების დაყადაღება, სასამართლო განჩინებით მათი მფლობელების ბინების ჩხრეკა და დაველოდოთ როგორც გამოძიების შედეგებს, ისე სასამართლო გადაწყვეტილებებს
 კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა ფონდების დაყადაღება, სასამართლო განჩინებით მათი მფლობელების ბინების ჩხრეკა და დაველოდოთ როგორც გამოძიების შედეგებს, ისე სასამართლო გადაწყვეტილებებს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ გუშინდელ ჩხრეკებთან დაკავშირებით.„კითხვები ჩნდება არა მხოლოდ იმ ხარჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც ფონდები ეწეოდნენ, აფინანსებდნენ და ახალისებდნენ დანაშაულს, დანაშაულის ჩამდენ პირებს, ასევე რა სახსრები ჰქონდათ მათ და იყო თუ არა ეს უცხოური დაფინანსება მათ შორის და რა იყო მოტივაცია იმის, რომ ასე უანგაროდ აფინანსებდნენ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს სავარაუდო დანაშაული, მათ შორის იმ ადამიანებმა, რომლებიც ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაჯარიმებული. კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა ფონდების დაყადაღება, სასამართლო განჩინებით მათი მფლობელების ბინების ჩხრეკა და დაველოდოთ როგორც გამოძიების შედეგებს, ისე სასამართლო გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა ბოჟაძემ.საბოტაჟის, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის, ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „ნანუკას ფონდი“-ს „ფროსფერითი“-ს, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, „სირცხვილია“-ს და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს დამფუძნებლების სახლებში გუშინ ჩხრეკა ჩატარდა.
სრულად წაიკითხეთ სტატია