რეალურად, ქალბატონმა კაია
კალასმა სალომე
ზურაბიშვილს ხაზი
გადაუსვა, როდესაც აღნიშნა,
რომ 29 დეკემბერს გადის მისი
უფლებამოსილების ვადა, -
ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ
პრესკონფერენციაზე
განაცხადა.მთავრობის
მეთაურის თქმით, 29
დეკემბერს მას მოუწევს
თანამდებობის დატოვება და
ჩაანაცვლებს არჩეული
პრეზიდენტი მიხეილ
ყაველაშვილი.„უკვე დაიწყო
სალომე ზურაბიშვილის
უფლებამოსილების მე-7 წელი.
მე-7 წელი დაიწყო, რაც ის
არის პრეზიდენტის
თანამდებობაზე. ასეთ დროს,
ის რომ თავს აცხადებს
ლეგიტიმურ პრეზიდენტად, არ
ვიცი. ერთ ქვეყანაში არ
შეიძლება, სამი დე-ფაქტო
პრეზიდენტი გვყავდეს. თავს
უთანაბრებს აფხაზეთის ე.წ.
პრეზიდენტს და ე.წ. სამხრეთ
ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს.
სერიოზულადაც არ შეიძლება
შევხედოთ ამ ყველაფერს.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ
კაია კალასის განცხადებამ
მის ამ მცდელობას ხაზი
გადაუსვა. არ მგონია, რომ
რაიმე გართულებები
მოჰყვეს სალომე
ზურაბიშვილის
განცხადებებს. 29 დეკემბერს
მას მოუწევს თანამდებობის
დატოვება და ჩაანაცვლებს
არჩეული პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი. მე
მაინც მგონია, რომ გამოვა,
არავითარი გართულება არ
არის მოსალოდნელი“, -
განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.