ევროკავშირის საგარეო
პოლიტიკური უწყების
ხელმძღვანელმა, კაია
კალასმა განაცხადა, რომ
არჩევნების
სამართლიანობის შეფასების
დღეს არსებული მეთოდები
მოძველდა.მისივე თქმით,
რუსეთმა ისწავლა ახალი
ტექნოლოგიების
გამოყენებით არჩევნებზე
ზემოქმედება.„მე ვხედავ
ამის მაგალითს რუმინეთში,
ასევე სხვაგანაც, რომ
რუსეთმა რეალურად გატეხა
კოდი და იცის, როგორ
მოახდინოს ზემოქმედება
არჩევნებზე“ – ამის
შესახებ კალასმა გამოცემა
„პოლიტიკოს“ მიერ
ორგანიზებულ ღონისძიებას
სიტყვით გამოსვლისას
განაცხადა.კალასის თქმით,
დღეს მოქმედი მეთოდები,
რომლითაც ხდება იმის
დადგენა იყო თუ არა
არჩევნები თავისუფალი და
სამართლიანი ყავლგასულია
და ეს მეთოდები არ
ითვალისწინებს ახალ
ტექნოლოგიებს, რომლებსაც
არჩევნებზე
ზემოქმედებისთვის
იყენებენ.„დემოკრატია
დაფუძნებულია ნდობაზე და
თუ შენ მეტად აღარ გაქვს
არჩევნების ნდობა, მაშინ
როგორ უნდა ენდო
არჩევნების შედეგებს. ამას
სერიოზულად უნდა
მივუდგეთ“, – აღნიშნა
კალასმა.