ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) წინააღმდეგ
მიმართული ღონისძიებების
განმახორციელებელმა
საუწყებათაშორისო
საკოორდინაციო საბჭომ
ადამიანით ვაჭრობის
წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024
წლების სამოქმედო გეგმის
შესრულების ანგარიში
განიხილა და 2025-2026 წლების
სამოქმედო გეგმა
დაამტკიცა.დოკუმენტი
საბჭოს წევრი უწყებებისა
და საერთაშორისო
ორგანიზაციების
რეკომენდაციების
საფუძველზე მომზადდა. მისი
მიზანია ადამიანით
ვაჭრობის პრევენცია,
დანაშაულის გამოვლენის
მექანიზმების დახვეწა,
მსხვერპლთა და
დაზარალებულთა დაცვა და
დახმარება და
თანამშრომლობის
გაძლიერების
ხელშეწყობაუწყებათაშორისი
საბჭოს სხდომას იუსტიციის
მინისტრის მოადგილე ბექა
ძამაშვილი
ხელმძღვანელობდა. მის
მუშაობაში მონაწილეობდნენ
საბჭოს წევრი სახელმწიფო
უწყებების –
სამინისტროების,
პროკურატურის, აგრეთვე
სახალხო დამცველის
აპარატის, აშშ-ის საელჩოს,
საქართველოში
ევროკავშირის დელეგაციის,
IOM-ისა და ICMPD-ის
წარმომადგენლები.აღსანიშნავია,
რომ აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტის შეფასებით,
ტრეფიკინგის წინააღმდეგ
ბრძოლის კუთხით
საქართველო კვლავ უმაღლეს
საფეხურზეა და უკვე მე-9
წელია ინარჩუნებს ადგილს
ე.წ. „პირველ კალათაში“.