პარლამენტმა იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარედ არჩილ
გორდულაძე აირჩია. მის
კანდიდატურას პარლამენტის
87-მა წევრმა დაუჭირა
მხარი.იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარის
ვაკანსია მას შემდეგ
გაჩნდა, რაც კომიტეტის
თავმჯდომარე გიორგი
კახიანი პარლამენტის
ვიცე-სპიკერად
აირჩიეს.პარლამენტის
თავმჯდომარე შალვა
პაპუაშვილმა არჩილ
გორდულაძეს კომიტეტის
თავმჯდომარის პოზიციაზე
წარმატებული საქმიანობა
უსურვა.