იურიდიულ საკითხთა
კომიტეტმა პირველი
მოსმენით, დაჩქარებული
წესით განიხილა და მხარი
დაუჭირა „საჯარო
სამართლის იურიდიული
პირის − საქართველოს
შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურებისათვის
დაწესებული საფასურისა და
ვადების შესახებ“ კანონში
ცვლილების
შეტანას.კანონპროექტით,
ექსპორტის
პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის
განკუთვნილი ერთი ერთეული
სატრანსპორტო საშუალების
ან ერთი ერთეული
სასოფლო-სამეურნეო
მანქანის დამხმარე
ტექნიკური საშუალების
საექსპერტო შემოწმების
საფასური განისაზღვრება 100
ლარით, ნაცვლად 30 ლარისა.
ასევე, სააგენტოს
სტრუქტურული ერთეულის
ტერიტორიის ფარგლების
გარეთ ექსპორტის
პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის
განკუთვნილი ერთი ერთეული
სატრანსპორტო საშუალების
ან ერთი ერთეული
სასოფლო-სამეურნეო
მანქანის დამხმარე
ტექნიკური საშუალების
საექსპერტო შემოწმების
საფასური შესაბამისი
აქტის შედგენით
განისაზღვრება 130 ლარით,
ნაცვლად 60 ლარისა.გარდა
ამისა, ექსპორტის
პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის
განკუთვნილ სატრანსპორტო
საშუალებაზე საბაჟო
დეკლარაციის შევსება ან
აღრიცხვის მოწმობის
გამოწერა ან/და სასაქონლო
ოპერაციის გამოყენებასთან
დაკავშირებული
ინფორმაციის შემოსავლების
სამსახურისთვის და
შინაგან საქმეთა
სამინისტროსთვის
მიწოდების ან/და შესაბამის
მონაცემთა ავტომატიზებულ
ბაზაში ასახვის საფასური
იქნება 130 ლარი, ნაცვლად 50
ლარისა.კანონპროექტის
ინიციატორები არიან
პარლამენტის წევრები: რატი
იონათამიშვილი, ალუდა
ღუდუშაური, ალექსანდრე
ტაბატაძე, თენგიზ
შარმანაშვილი, ირაკლი
შატაკიშვილი და გურამ
მაჭარაშვილი.