იურიდიულ საკითხთა
კომიტეტმა პირველი
მოსმენით, დაჩქარებული
წესით განიხილა და მხარი
დაუჭირა „სახელმწიფო
დაცვის სპეციალური
სამსახურის შესახებ“
კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
კანონპროექტს.კანონპროექტის
თანახმად, საქართველოს
პრემიერ-მინისტრს,
პრეზიდენტსა და
პარლამენტის
თავმჯდომარეს,
უფლებამოსილების
შეწყვეტის შემდეგ აღარ
ეყოლება პერსონალური
დაცვა თუ საკონსტიტუციო
სასამართლომ საქართველოს
კონსტიტუციის 48-ე მუხლის
შესაბამისად, თავისი
დასკვნით, დაადასტურა მის
მიერ კონსტიტუციის
დარღვევა ან მის ქმედებაში
დანაშაულის ნიშნების
არსებობა ან შესაბამისი
თანამდებობის პირის
უფლებამოსილების შეწყვეტა
დანაშაულის ჩადენის
შედეგია.კანონპროექტის
ინიციატორები არიან
პარლამენტის წევრები:
თენგიზ შარმანაშვილი, რატი
იონათამიშვილი, ირაკლი
შატაკიშვილი, ალექსანდრე
ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური
და გურამ მაჭარაშვილი.