იუკნევიჩიენე: ზურაბიშვილი ხალხის მიერ არჩეული ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტია

News.ge 5 დღის წინ 8
იუკნევიჩიენე: ზურაბიშვილი ხალხის მიერ არჩეული ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტია

საქართველოს პრეზიდენტი, – ევროპული საქართველოს ლიდერი ახლა სტრასბურგში მოემგზავრება, რათა ევროკავშირის დემოკრატიის გულში მოგვმართოს. არის რაიმე იმედი? ამ კითხვას ლიეტუვაში საქართველოს შესახებ ყველაზე ხშირად სვაემ. დიახ, იმედი არსებობს. წინა კვირას, როდესაც თბილისში ვიყავი უამრავი ადამიანი ვნახე ევროკავშირის დროშებით. არა მარტო თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის პატარა სოფლებში. 500-მდე დაკავებული, ასობით ნაცემი, მათ შორის ჟურნალისტები, მაგრამ დემონსტრაციებზე სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის.
საქართველო ნათელი მაგალითი ხდება იმისა, თუ როგორ შეუძლია ს გავლენას დემოკრატიული სისტემა ავტორიტარულ რეჟიმად ომის გარეშე გარდაქმნას. მაგრამ, საქართველო კანდიდატი ქვეყანაა და ევროკავშირის ინსტიტუტები განზე ვერ გადგებიან. ჩემი ჯგუფის პოზიცია ნათელია, რომ საპარლამენტო მოიპარეს და საქართველოს დასახმარებლად ახალი არჩევნების გარდა სხვა გზას ვერ ვხედავთ. ზურაბიშვილი ხალხის მიერ არჩეული ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტია.
მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ სანქციები იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელნი არიან არჩევნების გაყალბებასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე. მოვუწოდებთ სახელმწიფოების მეთაურებსა და მინისტრებს თბილისში ევროპული ქართული მისიით სასწრაფოდ ჩავიდნენ. მოვუწოდებ ევროკავშირს არ დაუშვას პუტინისა და მისი მარიონეტების მიერ ევროპის კონტინენტზე თავისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება.

სრულად წაიკითხეთ სტატია