იტალიაში, ქალაქ ბარიში
„ქართული ოცნების“
მხარდამჭერი კლუბი
გაიხსნა.კლუბი იტალიაში
მცხოვრებმა ქართველმა
ემიგრანტებმა
დააარსეს.ემიგრანტის, ია
მამულაშვილის
განცხადებით, იგი
მადლობელია „ქართული
ოცნების“.„ყველა უნდა
მივიდეს არჩევნებზე. მე
დავრეგისტრირდი.
არჩევნებზე აუცილებლად
მივალ და ჩემს ხმას
დავაფიქსირებ“, - აღნიშნა
მამულაშვილმა.ემიგრანტმა
თეა კიკნაძემ კი განაცხადა,
რომ პირადად მისმა ოჯახმა
გამოცადა „ნაციონალური
მოძრაობის“ სისასტიკე, „თუ
რას ჩადიოდნენ და როგორ
იქცეოდნენ“. მანაც მოუწოდა
მოქალაქეებს, მივიდნენ
არჩევნებზე და
დააფიქსირონ საკუთარი
პოზიცია.„ჩვენთვის
მნიშვნელოვანია გზა
ევროპისკენ ღირსეულად
გავიაროთ. მე მხარს ვუჭერ
„ქართულ ოცნებას“, -
აღნიშნა კიკნაძემ.კლუბის
გახსნას უმრავლესობის
წევრებიც ესწრებოდნენ.