"სამწუხაროდ, ჩვენ
დაგვეღუპა ჩვენთან ერთად
დაკავებული ორი პატიმარი,
რომლებიც ციხიდან
გამოსვლიდან ძალიან მოკლე
პერიოდში, მიღებული
ტრავმების შედეგად
გარდაიცვალა", - ამის
შესახებ პარლამენტის
საგამოძიებო კომისიაზე,
ყოფილმა პოლიტპატიმარმა,
ნიკოლოზ გოგუაძემ
განაცხადა, რომელიც ე.წ.
ყინწვისის საქმეზე
სახელმწიფო გადატრიალების
მცდელობის მუხლით 2011 წელს 23
პირთან ერთად დააკავეს.მან
გაიხსენა ერთ-ერთი
დაკავებული, ჯემალ
სურამელაშვილი, რომელიც,
დაკავებისას
მიკროავტობუსზე ჩააბეს და
გზის გარკვეული მონაკვეთი
ასე წამოიყვანეს."ერთ-ერთი
ჩვენი მეგობარი იყო ჯემალ
სურამელაშვილი, რომელიც,
ჩვენ რომ მანქანებში
გადაგვანაწილეს, რატომ
მოინდომეს მასთან ასეთი
ანგარიშსწორება გაუგებარი
იყო, მაგრამ ჯემალი ჩააბეს
მიკროავტობუსზე და ათრიეს -
ვუყურებდით ამას, მთელი
გზა, ყინწვისის
მონასტრიდან სანამ
ცენტრალურ გზამდე
ჩახვიდოდი. ყველას
გვეუბნებოდნენ, თავები
დაბლა გქონდეთ დაწეულიო და
სჯობდა ალბათ, თავები არ
აგვეწია, მაგრამ, მე
დავინახე", - განაცხადა
ნიკოლოზ გოგუაძემ.