იტალიაში უკრაინის მოქალაქე დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში მონაწილეობდა – Reuters

News.ge 3 საათი წინ 2
იტალიაში უკრაინის მოქალაქე დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში მონაწილეობდა – Reuters

იტალიაში უკრაინის მოქალაქე დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში მონაწილეობდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გერმანიის გენერალური პროკურორის ცნობით, იტალიის პოლიციამ რიმინის პროვინციაში უკრაინელი მამაკაცი, ოთხშაბათს საღამოს დააკავა.
პროკურატურის განცხადებით, ეჭვმიტანილი იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელმაც 2022 წლის სექტემბერში დანიის კუნძულ ბორნჰოლმის მახლობლად მდებარე გაზსადენებზე ასაფეთქებელი მოწყობილობების დაამონტაჟა.
ასევე, გერმანიის პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ თავდასხმის მიზნით ეჭვმიტანილი თანამზრახველებთან ერთად გერმანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქ როსტოკიდან იალქნიანი იახტით გაემგზავრა, რომელიც გერმანული კომპანიიდან შუამავლების დახმარებითა და ყალბი პირადობის დოკუმენტებით იქირავეს.
ეჭვმიტანილს, რომელსაც ბრალად დივერსიისა და აფეთქებების მოწყობა ედება, იტალია გერმანიას გადასცემს, რათა სასამართლოს წინაშე წარსდგეს.
ipn.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია