პროკურატურა გამოძიებას
აწარმოებს, გაყალბდა თუ არა
არჩევნები, „ისფედს“
მონაცემები ციფრებში აქვს
და ანალიზი აქვს
გაკეთებული, ზეპირად
ამბობს, რომ მისი ციფრები
ელექტრონულ მონაცემებს
ემთხვევა, თუმცა
შესაბამისს დოკუმენტაციას
გამოიებას არ აბარებს,
აცხადებენ, რომ არჩევნების
შედეგები კი ემთხვევა,
მაგრამ არჩევნების წინ
პროცესში იყო ზეწოლა და
გამოხატვის თავისუფლების
დარღვევა, – ამის შესახებ
პარლამენტის პირველმა
ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ
განაცხადა.თუმცა, მისი
თქმით, ამის შესახებ
არანაირი ცნობა არ
წარმოუდგენიათ.„რაც აქვთ,
იმის თაობაზე ამბობენ, რომ
თურმე, იმხელა მასალაა, რომ
ვერც სიდიზე ანთავსებს და
ვერც სხვა ფორმატში ვერ
წარმოადგენს, თუ ამაზე დიდ
დროს არ დახარჯავს, ერთ-ორ
თვეს, რათა ეს მასალები
ერთად მოაგროვოს. ზღაპარია
და იგივე მავნებლობას
აგრძელებს, რამაც 2020 წელს,
თითქმის მიგვიყვანა
დაპირისპირების ისეთ
ხარისხთან, როცა
შეჯახებებს შეიძლება
სისხლის ღვრა გამოეწვია.
ამის გამკეთებელი
არასამთავრობო
ორგანიზაცია აცხადებს, რომ
მასალა დიდია, თავს ვერ
უყრის და პროკურატურას
ამიტომ ვერ აძლევს“, –
განაცხადა გია
ვოლსკიმ.მისი თქმით, ეს
არის სამწუხარო
მოცემულობა.„ყველაფერი
მოსალოდნელია. შეიძლება, ეს
დრო იმისთვის სჭირდებათ,
რომ რაღაც გააყალბონ.
შეუძლებელია ამის
გაკეთება. ელექტრონული
არჩევნები ჩატარდა და რა
საკვირველია, მონაცემებს
ვერ შეცვლის ვერც „ისფედი“
და ვერც ათი „ისფედი“,
„საერთაშორიაო
გამჭირვალეობა –
საქართველოც“ რომ
დაემატოთ. ამ ციფრების
გამოქვეყნება მათ
პოლიტიკურ მიზნებს არ
შეესაბამება, რადგან ეს
კიდევ ერთი სერიოზული
დასტური იქნება, რომ
ეუთო/ოდირი არ ტყუოდა, როცა
არჩევნების თაობაზე თქვა,
რომ არჩევნები
კონკურენტულ გარემოში
ჩატარდა“, – განაცხადა გია
ვოლსკიმ.