მსოფლიოს სხვადასხვა
კუთხიდან
ნეირომეცნიერების მიერ
განხორციელებულმა
უზარმაზარმა პროექტმა
პირველად მოგვცა
საშუალება, გაგვერკვია, თუ
როგორ გამოიყურება
გადაწყვეტილების მიღების
პროცესი ტვინში. ეს არის
პირველი შემთხვევა,
როდესაც ძუძუმწოვარში
შეიქმნა ამ ზომის
ერთუჯრედოვანი,
ელექტროფიზიოლოგიური
ტვინის რუკა და ეს უკვე
ეჭვქვეშ აყენებს იმას, რაც
გვეგონა, რომ ვიცოდით
გადაწყვეტილებების
მიღების შესახებ.თაგვების
ტვინის გამოყენებით,
ახალმა რუკამ უპრეცედენტო
დეტალებით გამოავლინა
ტვინის აქტივობა.
მეცნიერებმა შეძლეს
ნახევარ მილიონზე მეტი
ნეირონის ჩაწერა, რომლებიც
ტვინის 279 უბანს მოიცავს.
მთლიანობაში, ეს შეადგენს
თაგვების ტვინის
მოცულობის 95%-ს, რომელიც
მსოფლიოს 12 სხვადასხვა
ლაბორატორიაში
შესწავლეს.ჟენევის
უნივერსიტეტის ჯგუფის
ხელმძღვანელისა და ტვინის
საერთაშორისო
ლაბორატორიის (IBL)
თანადამფუძნებლის,
პროფესორ ალექსანდრ პუჟეს
თქმით, "გადაწყვეტილების
მიღების აქტივობამ,
განსაკუთრებით კი
ჯილდოსთან დაკავშირებულმა
პროცესებმა, ტვინი შობის
ნაძვის ხესავით აანთო".