ბათუმის დრამატული თეატრი
სოციალურ ქსელში
სამწუხარო ინფორმაციას
ავრცელებს.„ბათუმის ილია
ჭავჭავაძის სახელობის
სახელმწიფო დრამატული
თეატრი ღრმა მწუხარებით
იუწყება, რომ გარდაიცვალა
თეატრის საქმეთა
მმართველი ლია ბერიძე. ლია
ბერიძე დაიბადა 1964 წელს,
ხოლო 1991 წლიდან დღემდე,
თითქმის 35 წლის მანძილზე
უანგაროდ ემსახურა
ბათუმის დრამატულ თეატრს.
წლების მანძილზე
ნაყოფიერი მუშაობისთვის
მიღებული აქვს
შემოქმედებითი კავშირი
საქართველოს თეატრალური
საზოგადოების აჭარის
განყოფილების საპატიო
ჯილდო, ასევე აჭარის ა.რ.
განათლების კულტურისა და
სპორტის სამინისტროს
მადლობის სიგელი ქართული
თეატრის ერთგულებისთვის.
ბათუმის დრამატული
თეატრის თითოეული წევრი
უსამძიმრებს ლია ბერიძის
დიდ ოჯახს, კოლეგებსა და
მეგობრებს. უფალმა ნათელში
დაამკვიდროს მისი სული“, -
ნათქვამია სამძიმრის
ტექსტში.