ისრაელის თავდაცვის ძალები - ისრაელმა დარტყმები ირანის სარაკეტო საწარმოებზე განახორციელა

Primetime.ge 5 თვის წინ 106
ისრაელის თავდაცვის ძალები - ისრაელმა დარტყმები ირანის სარაკეტო საწარმოებზე განახორციელა
ისრაელის არმიის პრესსამსახურის ცნობით, ისრაელმა დარტყმები ირანის სარაკეტო საწარმოებზე განახორციელა.„როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა სუვერენულ ქვეყანას, ისრაელს აქვს პასუხის გაცემის უფლება და მოვალეობა“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ირანის რეჟიმი და მისი მარიონეტული ძალები რეგიონში განუწყვეტლივ ესხმიან თავს ისრაელს 2023 წლის 7 ოქტომბრიდან.„ჩვენი თავდაცვითი და შეტევითი შესაძლებლობები სრულად არის მობილიზებული. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა ისრაელის სახელმწიფოსა და ისრაელის ხალხის დასაცავად”, – ამბობენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.მათივე თქმით, ისრაელი იტოვებს უფლებას, თავი დაიცვას ირანის მხრიდან ახალი თავდასხმების შემთხვევაში.​​​​​​​​​​​​​​​​„სიენენი“ იუწყება, რომ ისრაელმა ირანზე დარტყმების სამი სერია განახორციელა. მედიის ცნობით, ოპერაციაში 100 ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა. სიენენის წყაროების ცნობით, ისრაელის ოპერაცია ამჟამად დასრულებულია.
სრულად წაიკითხეთ სტატია