ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს - ჯაბალიას დევნილთა ბანაკზე განხორციელებულ იერიშს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Primetime.ge 3 თვის წინ 46
ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს - ჯაბალიას დევნილთა ბანაკზე განხორციელებულ იერიშს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს - ჯაბალიას დევნილთა ბანაკზე განხორციელებულ იერიშს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაჭრილებიც. ღაზას სექტორის მთელ ტერიტორიაზე, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის დარტყმების გამო, 27 ადამიანია მოკლული.ანკლავში რთული ვითარებაა კლიმატური პირობების გამოც - ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ყინვის გამო, უკვე გარდაიცვალა 7 დევნილი. "ალ ჯაზირა" წერს, რომ დევნილების ყოფას ართულებს ჰუმანიტარული ვითარებაც.ისრაელის ძალები ოპერაციას ახორციელებენ სირიაშიც. "ცახალის" საჯარისო ნაწილები სასაზღვრო ზონაში მდებარე ქალაქში შევიდნენ.ისრაელის ძალებმა სირიასთან სასაზღვრო ბუფერული ზონა ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ დაიკავეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტებით, აღნიშნული ზომა ისრაელის უსაფრთხოების აუცილებელი ამოცანაა.
სრულად წაიკითხეთ სტატია