„ისნის რაიონს თანამედროვე სტანდარტით კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა ექნება, რაც მომავალი თაობის წიგნებით დაინტერესებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“ - კახა ლაბუჩიძე

Primetime.ge 1 დღე წინ 1
„ისნის რაიონს თანამედროვე სტანდარტით კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა ექნება, რაც მომავალი თაობის წიგნებით დაინტერესებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“ - კახა ლაბუჩიძე
ისნის რაიონში მდებარე მარო მაყაშვილის სახელობისN3 ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაცია იწყება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და ინტერიერის მოწყობისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 250 000 ლარი გამოიყო. დედაქალაქის ბიუჯეტში ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციოდ თანხების გამოყოფას რეკომენდაცია საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ გაუწია.როგორც თბილისის საკრებულოს  განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ და ისნის რაიონის მაჟორიტარმა, კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, რეაბილიტაციის შედეგად, ისნის რაიონს თანამედროვე სტანდარტით კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა ექნება, რაც მომავალი თაობის წიგნებით დაინტერესებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.„მოგეხსენებათ, თბილისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით და მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ინიციატივით, ბოლო წლებში თბილისში მდებარე რამდენიმე მულტიფუნქციური ბიბლიოთეკის სარემონტო სამუშაოები განხორციელდა. ვფიქრობთ, ბიბლიოთეკების კეთილმოწყობით მკვეთრად გაუმჯობესდება მომსახურების სერვისები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ახალგაზრდა თაობა წიგნებით კიდევ უფრო დავაინტერესოთ“ - განაცხადა, კახა ლაბუჩიძემ.თბილისის საკრებულოს  განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თქმით,  ისნის რაიონში მდებარე N3 ბიბლიოთეკა, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, შესაბამისი წიგნადი ფონდებით შეივსება.ამ ეტაპზე, რეაბილიტაცია თბილისში მდებარე რამდენიმე მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკას უკვე ჩაუტარდა. კერძოდ, სარემონტო სამუშაოებივაკის, დიდუბის, კრწანისის, სამგორის და გლდანის რაიონებში მდებარე ბიბლიოთეკებში განხორციელდა, რისთვისაც ჯამურად 2, 306, 524 ლარი დაიხარჯა.
სრულად წაიკითხეთ სტატია