ისინი სამოქალაქო ომზე, მსხვერპლზე ოცნებობენ, ჩვენ ვოცნებობთ და ვიღწვით, ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ და ეკონომიკურად ძლიერ საქართველოზე - მამუკა მდინარაძე

Primetime.ge 1 კვირა წინ 9
ისინი სამოქალაქო ომზე, მსხვერპლზე ოცნებობენ, ჩვენ ვოცნებობთ და ვიღწვით, ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ და ეკონომიკურად ძლიერ საქართველოზე - მამუკა მდინარაძე
„ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის განცხადებას გამოეხმაურა. საუბარია „პალიტრანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუზე, სადაც ხარშილაძე საუბრობს სამოქალაქო ომსა და მსხვერპლის ალბათობაზე.„ეს მათ წარმოდგენაში იმიტომ წამოსცდებათ ხოლმე ხშირად, რომ არის მათთვის უკანასკნელი მაშველი რგოლი. ისინი სამოქალაქო ომზე, მსხვერპლზე ოცნებობენ, ჩვენ ვოცნებობთ და ვიღწვით, საქმითაც აქეთკენ მივდივართ, ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ და ეკონომიკურად ძლიერ საქართველოზე“, - აღნიშნა მდინარძემ.„საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძემ განაცხადა:„ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ – იმისი ზრდადი ალბათობა არის, რომ მსხვერპლი მოჰყვეს ამ ყველაფერს, ხელისუფლების უგუნურ და აბსოლუტურად ძალადობრივ ქმედებას და ჩვენ, შესაძლოა, მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე“.
სრულად წაიკითხეთ სტატია