არგენტინის ნაკრებისა და მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა როდრიგო დე პაულმა არგენტინელ ტელეწამყვან სუსანა ხიმენესთან ინტერვიუში ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
30 წლის ფეხბურთელის თქმით, “ალბისელესტე” ყველაფერს გააკეთებს, რომ ლიონელ მესი მუდამ გაზეთების პირველ გვერდზე იყოს.
“მესი გემის კაპიტანია. ყველაფერს მისთვის ვაკეთებთ და ამას დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ვეკიდებით.
გვსურს, რომ ლეო გაზეთების პირველ გვერდზე იყოს”, – განაცხადა დე პაულმა.