“ის, რომ თავისუფლებას და დემოკრატიას მხარს უჭერს საქართველოში, ეს, რა თქმა უნდა, საელჩოს “ქარდები“ იქნება, განცხადებები თუ ნებისმიერი სხვა მეთოდი, ეს პირიქით, ბუნებრივია“ - ირაკლი ფავლენიშვილი

Primetime.ge 1 კვირა წინ 7
“ის, რომ თავისუფლებას და დემოკრატიას მხარს უჭერს საქართველოში, ეს, რა თქმა უნდა, საელჩოს “ქარდები“ იქნება, განცხადებები თუ ნებისმიერი სხვა მეთოდი, ეს პირიქით, ბუნებრივია“ - ირაკლი ფავლენიშვილი
ამერიკის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბანერთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ - “დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ,“ ოპოზიციაში შეფასებები კეთდება.პლატფორმა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიის ყველაზე დიდი მხარდამჭერია და, მათი შეფასებით, ბუნებრივია, თუ ამ პოზიციას საქართველოშიც გამოხატავენ.“ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, მკაფიოდ გამოხატავს პოზიციას, რომელიც არის ჩვენი დასავლური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა. ამერიკის შეერთებული შტატებისგან დემოკრატიის და თავისუფლების მხარდაჭერას ველით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის დემოკრატიის, თავისუფლების ყველაზე დიდი ქომაგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ის, რომ თავისუფლებას და დემოკრატიას მხარს უჭერს საქართველოში, ეს, რა თქმა უნდა, საელჩოს “ქარდები“ იქნება, განცხადებები თუ ნებისმიერი სხვა მეთოდი, ეს პირიქით, ბუნებრივია,“ - აცხადებს პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა,“ ირაკლი ფავლენიშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია