ის, რომ ევროინტეგრაციას,
ევროპისკენ მიმართულებას
არ აქვს არანაირი უკუსვლა
და ეს შეუქცევადი პროცესია,
ეს კიდევ ერთხელ
დაადასტურა პრემიერმა, -
განაცხადა „აი-ჯი
დეველოპმენტის
დამფუძნებელმა, მინდია
საბანაძემ
პრემიერ-მინისტრ ირაკლი
კობახიძესთან შეხვედრის
შემდეგ.„შეხვედრა ძალიან
სწორი ფორმატით ჩატარდა,
პრემიერმა დეტალურად
ჩაშალა თავისი ქმედებების
ლოგიკა. დღესვე ჩაეყარა
საფუძველი, რომ
განსხვავებული აზრის
მქონე ბიზნესმენებთან
შედგება შეხვედრა, სადაც
ყველა კითხვას გაეცემა
პასუხი“, - აღნიშნა მინდია
საბანაძემ.