„ქართულ ოცნებაში“ იმის
კომფორტი გვაქვს, რომ არა
მხოლოდ მომავალზე, არამედ
წარსულიდან გამომდინარე,
მისი საქმიანობიდან
გამომდინარე, მომავალზე
ვილაპარაკოთ. კახა მართლაც
უალტერნატივოა, - განაცხადა
საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა,
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარემ და
პარტია „ქართული ოცნების“
აღმასრულებელმა მდივანი
მამუკა მდინარაძემ.„ალბათ
გახსოვთ თბილისი 8 წლის წინ
და დღეს. ხანდახან ვამბობთ
ხოლმე, რომ ყოველდღიურად
როცა ვუყურებთ როგორ
შენდება, ირგვება
ნარგავები და როგორ
ცოცხლდება ეს ქალაქი
ნელ-ნელა, ეს შეიძლება
ყოველდღიურ რეჟიმში
შესამჩნევი არ იყოს, მაგრამ
რომ გადავხედოთ რა იყო 8
წლის წინ, როცა კახა მერად
აირჩია თბილისმა და დღეს,
უკვე ყველაფერს თავისი
სახელი
ერქმევა.დარწმუნებული ვარ,
ამ ყველაფერზე დაშენებული
მეტი წარმატება, მეტი
სიკეთე ჩვენს დედაქალაქს
ერთი-ორად წაადგება.
როდესაც გაკეთებული
საქმის დაფასება და სწორი
შეფასება შეუძლია თბილისს
და თბილისელს, აქ კიდევ
უფრო მარტივია არჩევანი
„ქართული ოცნების“ და კახა
კალაძის სასარგებლოდ“, -
აღნიშნა მამუკა
მდინარაძემ.