ქვეყნის შიდა საქმეებში,
მათ შორის არჩევნების
პროცესში, უცხოური ძალების
მხრიდან ღიად ჩარევაზე
ისაუბრა ჟურნალისტებთან
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა
დავით კაჭარავამ. როგორც
დეპუტატმა აღნიშნა, თუ
აქამდე ეს შეფარვით
ხდებოდა, ახლა უცხოური
ძალები ღიად და აგრესიულად
ერევიან პოლიტიკურ
პროცესებში.დავით
კაჭარავამ ხაზგასმით
აღნიშნა, რომ ქვეყნის
ოპოზიცია, როგორც აქამდე,
ახლაც დამოკიდებულია
უცხოელი დამკვეთების
მითითებებზე და
პროცესებშიც სწორედ მათი
სურვილით ერთვება. თუმცა,
როგორც მან განაცხადა,
რადიკალების ქმედებები
გაშიფრულია და
მოსახლეობამ, მათ შორის
შეცდომაში შეყვანილმა
ამომრჩეველმა, გააკეთა
შესაბამისი ანალიზი.„ჩვენ
ყოველდღიურად ვხვდებით
მოსახლეობას და საუბრები
გვაქვს დღევანდელ
პოლიტიკურ ვითარებაზე,
იმართება განხილვები,
ვინტერესდებით იმით, თუ რა
მოთხოვნები და
საჭიროებები აქვთ მათ.
მაგრამ, ჩვენ ვერ ვხედავთ
აქტიურობას ჩვენი
ოპონენტების - ოპოზიციურ
პარტიების მხრიდან. ის დღის
წესრიგი, რომელსაც
ეყრდნობა კოლექტიური
ნაცმოძრაობა ქვეყნის
გარედან არის მართული და
ერთადერთ მიზანს,
ხელისუფლების ცვლილებას
ემსახურება. თვალნათლივ
ხედავს ჩვენი თითოეული
მოქალაქე როგორ ხდება
გარედან ჩვენი ქვეყნის
შიდა საქმეებში და
არჩევნებში ჩარევა. ეს
პროცესი დღეს არ დაწყებულა.
2020 წლიდან ვარ დეპუტატი და
მაშინდელი არჩევნების
დღიდან მოყოლებული, კარგად
გვახსოვს, როგორ ჩაერია ამ
პროცესში მაგალითად ISFED,
როცა ხელოვნურად გააყალბა
პარალელური დათვლები და
ყველამ ვნახეთ, რა მოჰყვა
ამას. შემდეგ იყო შარლ
მიშელის შეთანხმება და ეს
ყველაფერი იყო გარედან
ჩარევის შედეგი. გარედან
ხდებოდა თავსმოხვეული
გადაწყვეტილებების მიღება
იმაზე, თუ რა გზით უნდა ევლო
ჩვენს ქვეყანას.თუ ადრე
ცდილობდნენ რაღაც ფორმით
მაინც შეენიღბათ ჩარევის
პროცესი, დღეს ნიღაბი
ჩამოიხსნეს და გვსჯიან,
როცა პირდაპირ
მიგვითითებენ რა კანონი
უნდა მივიღოთ, რა არის
მათთვის მისაღები, რა გზით
უნდა იაროს ჩვენმა
ქვეყანამ და ა.შ. თუმცა,
ვფიქრობ, რომ ჩვენი ხალხი
ბრძენია და ქართველმა
ხალხმა ყველაზე უკეთ იცის,
რა გზით უნდა ვიაროთ, რა
არის ჩვენთვის და ქვეყნის
მომავლისთვის
მნიშვნელოვანი. ამიტომ, ის
დღის წესრიგი, რომელსაც
ეყრდნობა კოლექტიური
ნაცმოძრაობა და ოპოზიცია,
ვფიქრობ, მათთვის
წამგებიანია, იმიტომ, რომ
ბოლო წლების განმავლობაში
კარგად დაინახა
საზოგადოებამ, თუ რაშია
საქმე, საით გვიბიძგებენ და
საით მივყავართ.ეს
სტრატეგია, რა თქმა უნდა,
წარმატებას ვერ მოიტანს,
რადგან თუ აქამდე ვინმე
შეცდომაში შეჰყავდათ, დღეს
ამ ადამიანების დიდმა
ნაწილმა გააანალიზა
ყველაფერი და თვალნათლივ
გამოჩნდა, თუ რა არის
მთავარი მიზანი. ეს არის
ხელისუფლების ცვლილება და
სხვა არაფერი“, - განაცხადა
დავით კაჭარავამ.