რამდენად ირონიულია
ყოფილი პრეზიდენტის
ზურაბიშვილის პრეზიდენტ
ტრამპის ინაუგურაციაზე
დასწრება,- ამის შესახებ
პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
სოციალურ ქსელ X-ზე წერს და
ყოფილი პრეზიდენტის
სალომე ზურაბიშვილის
ვიდეოს აქვეყნებას, სადაც
ის აშშ-ის არჩევნებში
რუსეთის ჩარევაზე
საუბრობს. „რამდენად
ირონიულია ყოფილი
პრეზიდენტის ზურაბიშვილის
პრეზიდენტ ტრამპის
ინაუგურაციაზე დასწრება.
ნახეთ მის მიერ
გავრცელებული შეთქმულების
თეორიები, იმის შესახებ ,
რომ ტრამპმა მისი პირველი
პრეზიდენტობის დროს
"არჩევნები რუსეთის
დახმარებით მოიგო " . ახლა
ის მსგავს შეთქმულებას
საქართველოს წინააღმდეგ
უწევს პროპაგანდას“,- წერს
პაპუაშვილი X-ზე.