ირმა ზავრადაშვილი: ქართველი ხალხი არ დაუშვებს თავისი ქვეყნის მოღალატეების, გამყიდველების ხელისუფლებაში დაბრუნებას

Primetime.ge 4 საათი წინ 4
ირმა ზავრადაშვილი: ქართველი ხალხი არ დაუშვებს თავისი ქვეყნის მოღალატეების, გამყიდველების ხელისუფლებაში დაბრუნებას
ქართველი ხალხი არ დაუშვებს თავისი ქვეყნის მოღალატეების, გამყიდველების ხელისუფლებაში დაბრუნებას, - განაცხადა თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ზავრადაშვილმა.„ვიღაცა დარჩება [თვითმმართველობის არჩევნებზე] გარეთ. ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელიც გრძნობს, რომ უსამართლოდ მოექცა მათი რჩეული პარტიები, რომ არ დაკარგონ [ხმები], ვინმე არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ტრიუკი. ასეც და ისეც, ქართველი ხალხი არ დაუშვებს თავისი ქვეყნის მოღალატეების, გამყიდველების ხელისუფლებაში დაბრუნებას“, - აღნიშნა ზავრადაშვილმა.„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა უცხოელი პატრონებისგან დავალებები საბოლოოდ მიიღეს. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 8 პარტია, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ოქტომბერში პარტია „ლელოს“, არჩევნებზე ვიხილავთ. უფრო მეტიც, პარტია გარედან 15 მილიონი დოლარის დაფინანსებასაც მიიღებს და ჯამში თვითმმართველობის არჩევნებისთვის 50 მილიონ დოლარს დახარჯავს.
სრულად წაიკითხეთ სტატია