შალვა პაპუაშვილი: საქართველოს და აშშ-ს ურთიერთობა ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო იმის ჩვენება, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი არა მხოლოდ რეგიონში უსაფრთხოებისთვის, არამედ მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ბრძოლის დროს

Primetime.ge 6 საათი წინ 9
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს და აშშ-ს ურთიერთობა ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო იმის ჩვენება, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი არა მხოლოდ რეგიონში უსაფრთხოებისთვის, არამედ მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ბრძოლის დროს
მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ რეგიონში იყოს მშვიდი გარემო და მეორე მხრივ საქართველოს რეგიონში ჰქონდეს შესაბამისი ურთიერთობა ქვეყნებთან, რომელიც რეგიონში მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც შეეხებოდა აშშ-სა და ირანს და ამ საკითხზე საქართველოს პოზიციას. კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა, ირანთან ურთიერთობების გააქტიურების ფონზე, როგორ იქნება შესაძლებელი საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დალაგება.„ჩვენ ამ რეგიონში არ ჩამოვსულვართ 10 წლის წინ, 100 წლის წინ, ან თუნდაც 1500 წლის წინ. ჩვენ ვცხოვრობთ იმ რეგიონში, იმ სახელმწიფოებთან ერთად, რომლებიც ამ რეგიონში არიან. ჩვენი ამოცანა არის ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა, რომელსაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ რეგიონში იყოს მშვიდი გარემო და მეორე მხრივ საქართველოს რეგიონში ჰქონდეს შესაბამისი ურთიერთობა ქვეყნებთან, რომელიც რეგიონში მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ. ასე რომ, ჩვენ ვართ ნაწილი ამავე დროს საერთაშორისო თანამეგობრობის, რომელიც ცდილობს ზუსტად მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. რაც შეეხება სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობას და ამის იმ ჭრილში დანახვას, ეს უწყობს თუ არ უწყობს ხელს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ჰკითხეთ ამერიკის შეერთებული შტატების თუნდაც საელჩოს, როგორი თანამშრომლობა არის ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს შორის. ჰკითხეთ საქართველო არის თუ არა დასაყრდენი, მათ შორის მშვიდობიანი, ტერორიზმისგან თავისუფალი რეგიონის. საქართველო ლიდერია ყოველთვის შეფასებებში, როდესაც საქმე ეხება ტერორიზმისგან თავისუფალ გარემოს და უსაფრთხოების გარემოს. შეადარეთ თბილისი ნებისმიერ დედაქალაქს ევროკავშირში - სად უფრო უსაფრთხოდ გაივლის ტურისტი, თბილისში, პარიზში, ლონდონში, ბარსელონაში თუ მადრიდში? მოიკითხეთ ერთი და მერე მივხვდებით, თუ რამდენად უსაფრთხო გარემო არის საქართველოში. ასე რომ, საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო იმის ჩვენება, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი არა მხოლოდ რეგიონში უსაფრთხოებისთვის, ტერორიზმის არ დაშვებისთვის, არამედ საერთაშორისო მისიებშიც მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ბრძოლის დროს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.ამასთან, ჟურნალისტმა მას ჰკითხა: „ირანელები ამბობენ, რომ საქართველო არის ადგილი, სადა შეიძლება სანქციებს თავი აარიდონ. ხომ არ ფიქრობთ ამ ყველაფრის გამო ხელისუფლება ამერიკული სანქციების ობიექტი შეიძლება გახდეს?“პაპუაშვილის თქმით, საუბარი იმაზე, რომ საქართველო შეიძლება იყოს ადგილი, სადაც სანქციებს თავს აარიდებენ, სრული სიცრუეა.„რაც შეეხება სანქციებისგან თავის არიდების საკითხს, ჩვენ ვნახეთ, რომ ყველაფერი ეს იყო ტყუილი, მათ შორის ტყუილი, რომელიც მოდიოდა ბრიუსელის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, როდესაც საქართველოს აბრალებდნენ სანქციების გვერდის ავლას. გვახსოვს ჩვენ ევროპარლამენტი დეზინფორმაციას ავრცელებდა საქართველოსთან დაკავშირებით. ასე რომ, ეს დეზინფორმაცია იქნება, ვინაიდან არის პოლიტიკური ინტერესი, რომ საქართველოში მოიყვანონ მარიონეტული ხელისუფლება. ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფებს აქვთ ამის ინტერესი და ძირს უთხრიან ამიტომ ქართველი ხალხის არჩევანს. ასე რომ ერთია დეზინფორმაცია მეორე არის სიმართლე“, - აცხადებს პაპუაშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია