ირაკლი ჭეიშვილი: ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მიხაილ როთი არ უნდა ჩამოდიოდნენ საქართველოში და არ უნდა გვითითებდნენ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა უნდა გავაკეთოთ, რა კანონი უნდა მივიღოთ, რა კანონი უკან უნდა გავიწვიოთ

Primetime.ge 5 საათი წინ 5
ირაკლი ჭეიშვილი: ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მიხაილ როთი არ უნდა ჩამოდიოდნენ საქართველოში და არ უნდა გვითითებდნენ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა უნდა გავაკეთოთ, რა კანონი უნდა მივიღოთ, რა კანონი უკან უნდა გავიწვიოთ
ჩვენ მზად ვართ, როგორც დღეს პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, ურთიერთობის გადატვირთვისთვის. შემხვედრ ნაბიჯებს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან და იმედიანად ვართ განწყობილი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით.„ხედვა ერთი გვაქვს, დანარჩენი ვნახოთ რა როგორ განვითარდება. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ყოველ შემთხვევაში, იმედიანად ვართ“, - აღნიშნა მან.ირაკლი ჭეიშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, თუ რა სტრატეგიას ირჩევს საქართველო ევროკავშირთან, მათ შორის, იმ განხილვის გათვალისწინებით, რომელიც ვიხილეთ ევროპარლამენტში.„წეღან აღვნიშნე, ერთ დღეში და ორ დღეში ეს ურთიერთობები არ დალაგდება. ზოგადად „დიფ სთეითის“ გაწმენდას დრო სჭირდება, რაც თავად ტრამპმაც აღნიშნა. ახლა მაგათი გავლენის ქვეშ არიან, ახლა ბოლო კუდს იქნევენ და მაქსიმალურად უნდათ, რომ ზიანი მოგვაყენონ. ესტონეთის პარლამენტის განცხადება წავიკითხე, რომ არალეგიტიმურად გვცნობენ, ამ არჩევნებს საქართველოში და ძალიან მაინტერესებს, ყველას ვეკითხები, რაიმე ნორმა არსებობს და მე არ ვიცი? ან საერთაშორისო ნორმა, ან საქართველოს კონსტიტუციაში წერია, ან რაიმე ნორმატიული აქტი არსებობს, სადაც ლეგიტიმაცია უნდა ცნოს რომელიმე ქვეყანამ ჩვენი არჩევნების? ან რა პოლიტიკისაც ჩვენ ვაწარმოებთ ამ ქვეყანაში, თავიდან ბოლომდე მაქსიმალურად რომ ცდილობენ გვიკარნახონ და მათი დღის წესრიგით, მათი მითითებით შევადგინოთ ჩვენი დღის წესრიგი?მე ასეთი არც საერთაშორისო ნორმა, არც კანონი, არც შიდა, არც გარე, არანაირი არაფერი არც წამიკითხავს, არც გამიგია, რომ მაგათი მითითებებით ჩვენ ვიცხოვროთ. ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, როგორც არასდროს, ისეთი დამოუკიდებლები ვართ დღეს. ოპოზიციას ჰგონია, რომ დამოუკიდებლები უნდა ვიყოთ აუცილებლად რუსეთისგან და დამოკიდებული უნდა ვიყოთ ევროპაზე ან ამერიკაზე. დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ, ამდენი წელი ამისთვის ვიბრძოდით, ზვიად გამსახურდიადან მოყოლებული. მივიღეთ ეს დამოუკიდებლობა და აბსოლუტურად ყველასგან დამოუკიდებელი უნდა ვიყოთ.ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მიხაილ როთი, გერმანიის წარმომადგენელი არ უნდა ჩამოდიოდნენ საქართველოში და არ უნდა გვითითებდნენ ჩვენ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა უნდა გავაკეთოთ, რა კანონი უნდა მივიღოთ, რა კანონი უკან უნდა გავიწვიოთ. ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენ სუვერენიტეტს, ჩვენ დამოუკიდებლობას, ჩვენ ერს, ჩვენ ქვეყანას, ადათს, წესს, ოჯახურ ღირებულებებს, ეკლესიას, ჩვენ რელიგიას. აბსოლუტურად ყველაფერს. მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველა ვაიძულოთ, რომ პატივი სცენ ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა მან.
სრულად წაიკითხეთ სტატია