25 აპრილი საქართველოს
თავდაცვის ძალების
ლოჯისტიკის დღეა. ეს დღე
პირად შემადგენლობას
საქართველოს თავდაცვის
მინისტრმა, ირაკლი
ჩიქოვანმა და თავდაცვის
ძალების მეთაურმა,
გენერალ-მაიორმა, გიორგი
მათიაშვილმა
მიულოცეს.ლოჯისტიკური
უზრუნველყოფის სარდლობამ
პროფესიული დღე, ჯარების
ლოჯისტიკური
უზრუნველყოფის სარდლობის
განახლებულ ბაზაზე –
„ვარციხე“
აღნიშნა.თავდაცვის
უწყების ხელმძღვანელმა
პირებმა სამხედრო
ქვედანაყოფის ტერიტორიაზე
არსებული საქართველოს
ტერიტორიული
მთლიანობისათვის დაღუპულ
გმირთა მემორიალი
გვირგვინით შეამკეს და მათ
ხსოვნას პატივი
მიაგეს.ირაკლი ჩიქოვანმა
თავდაცვის ძალების
ამოცანების
განხორციელების საქმეში
ლოჯისტიკის მიმართულების
მნიშვნელობა ხაზგასმით
აღნიშნა. მისი განცხადებით,
მიმართულების სისტემური
განვითარება უწყების
ერთ-ერთი
პრიორიტეტია.სამხედრო
მოსამსახურეებს
პროფესიული დღე მიულოცა
ასევე, ჯარების
ლოჯისტიკური
უზრუნველყოფის სარდალმა,
ბრიგადის გენერალმა კახა
ტაბატაძემ.ღონისძიება
დაჯილდოების ცერემონიით
გაგრძელდა. სამხედრო
მოსამსახურეები საშტატო
იარაღებით, უწყებრივი
მედლებით – „გენერალი
კვინიტაძე“,
„სამშობლოსათვის
თავდადებული“, „გიორგი
ანწუხელიძე“, ასევე
მადლობის სიგელებით
დაჯილდოვდნენ.
ღონისძიების დასასრულს,
სტუმრებს
ინფრასტრუქტურის,
ტექნიკისა და შეიარაღების
დათვალიერების
შესაძლებლობა ჰქონდათ.1992
წლის 25 აპრილს, საქართველოს
თავდაცვის მინისტრის
ბრძანებით, გენერალურ
შტაბში ჩამოყალიბდა
ზურგის მთავარი
სამმართველო და
შეიარაღებისა და ტექნიკის
მთავარი სამმართველო. ამ
სტრუქტურების
ჩამოყალიბებით საფუძველი
ჩაეყარა ლოჯისტიკური
ელემენტების დანერგვას
თავდაცვის სამინისტროში. 2013
წელს საქართველოს
თავდაცვის მინისტრის
ბრძანებით, 25 აპრილი
განისაზღვრა ლოჯისტიკის
დღედ.ინფორმაციას
საქართველოს თავდაცვის
სამინისტრო ავრცელებს.