ირაკლი ღარიბაშვილმა, კახეთში წინასაარჩევნო სამუშაო შეხვედრა გამართა

News.ge 2 თვის წინ 57
ირაკლი ღარიბაშვილმა, კახეთში წინასაარჩევნო სამუშაო შეხვედრა გამართა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, კახეთში წინასაარჩევნო სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე რეგიონში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე იმსჯელეს. პარტიის თავმჯდომარე პირადად გაეცნო შტაბების მუშაობის პროცესს და არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია ხელმძღვანელი პირებისგან მოისმინა.
ს განცხადებით, „ქართული ოცნების“ ამოცანა 26 ოქტომბერს დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებაა. მისივე თქმით, დღეს ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება სჭირდება.
„დღეს ჩამოვედი ჩემს მშობლიურ მხარეში, კახეთში, შევხვდი ჩვენი გუნდის წევრებს, თითოეული შტაბის მუშაობას გავეცანი. თქვენ იცით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, 26 ოქტომბერს გავიმარჯვოთ ძლიერად, დამაჯერებლად. მჯერა, რომ კახეთი იტყვის თავის ღირსეულ სიტყვას. რა თქმა უნდა, საჭიროა მაქსიმალური მობილიზება ჩვენი ამომრჩევლების, ჩვენი მომხრეების, მხარდამჭერების იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი დაიდოს ყველა რეგიონში.
ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას კარგად აქვს გააზრებული იმის საჭიროება, თუ რა შედეგი უნდა დადგეს ამ თ. შედეგი უნდა იყოს ის, რომ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება. ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს მშვიდობას, სტაბილურობას და ღირსეულ ევროპულ მომავალს და რა თქმა უნდა, ყველას კარგად ესმის, რომ არავითარი შანსი, პერსპექტივა ჩვენს გაკოტრებულ ოპოზიციას არ აქვს ამ არჩევნებში, ისინი კიდევ ერთხელ დამარცხდებიან და მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. დღეს ჩვენს ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად სამართლიან, თავისუფალ გარემოში, ყველა პარტიას ეძლევა ამის საშუალება და კიდევ გავიმეორებ, ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ არჩევნებში მაქსიმალური შედეგების მიღწევა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სამუშაო შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლერი ბარნაბიშვილი, რეგიონის დელეგატები, და დავით სონღულაშვილი და პარტიის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

სრულად წაიკითხეთ სტატია