თბილისში აშენდა ყინულის
ახალი არენა, რომლის
მსგავსიც არ დედაქალაქს და
არც ქვეყანას არ ჰქონდა.
აღნიშნული კომპლექსი
უმასპინძლებს ფესტივალის
ტურნირებს. გარდა ამისა,
ქვეყანამ და ქალაქმა
შეიძინა უმნიშვნელოვანესი
სპორტული შესაძლებლობა
ზამთრის სპორტის სახეობის
შემდგომი
განვითარებისთვის, -
განაცხადა რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
მინისტრმა ირაკლი
ქარსელაძემ „დღის
ქრონიკაში“.მინისტრმა
ევროპის ზამთრის
ახალგაზრდულ ოლიმპიურ
ფესტივალთან დაკავშირებით
ისაუბრა.„ძალიან
მნიშვნელოვანი
ღონისძიების მასპინძლობა
გვხვდა წილად. თბილისში
აშენდა ყინულის ახალი
არენა, რომლის მსგავსიც არ
დედაქალაქს და არც
ქვეყანას არ ჰქონდა.
აღნიშნული კომპლექსი
უმასპინძლებს ფესტივალის
ტურნირებს. გარდა ამისა,
ქვეყანამ და ქალაქმა
შეიძინა უმნიშვნელოვანესი
სპორტული შესაძლებლობა
ზამთრის სპორტის სახეობის
შემდგომი
განვითარებისთვის.
აღნიშნული ფესტივალის
ფარგლებში აშენდა ახალი
ბიათლონის და
თხილამურებით რბოლის
საჭიროებებისთვის ასევე
საერთაშორისო ოლიმპიური
კომიტეტის სტანდარტების
შესაბამისი
ინფრასტრუქტურა, რომელიც
დასრულებულია და იქაც
მოსამზადებელი ნაწილი
მიმდინარეობს იმდაგვარად,
რომ ქვეყანა ღირსეულად
უმასპინძლებს ამ ძალიან
მნიშვნელოვან
ღონისძიებას. გასული
წლების განმავლობაში
გვაქვს ძალიან
წარმატებული
გამოცდილებები როგორც
ზამთრის, ასევე ოლიმპიური
სხვა სახეობების
მასპინძლობებში“, - აღნიშნა
მინისტრმა.საქართველო 9-16
თებერვალს ევროპის
ზამთრის ახალგაზრდულ
ოლიმპიურ ფესტივალს
უმასპინძლებს. შეჯიბრი
ბაკურიანში, თბილისსა და
ბათუმში ჩატარდება.