ირაკლი ქადაგიშვილი - სხვისი კარნახით რომ მოქმედებ და სხვისი მიზნების მიღწევის იარაღად იქეცი, ბუმერანგივით გიბრუნდება, ოპოზიციაში შიდა არეულობა აქედან გამომდინარეობს

Primetime.ge 10 საათი წინ 10
ირაკლი ქადაგიშვილი - სხვისი კარნახით რომ მოქმედებ და სხვისი მიზნების მიღწევის იარაღად იქეცი, ბუმერანგივით გიბრუნდება, ოპოზიციაში შიდა არეულობა აქედან გამომდინარეობს
ამომრჩევლის ნებას გვერდზე რომ ისვრი, სხვისი კარნახით მოქმედებ და სხვისი მიზნების მიღწევის იარაღად იქეცი, ეს ბუმერანგივით გიბრუნდება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარენ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ოპოზიციაში შიდა არეულობა და ურთიერთდაპირისპირება ამ მიზეზებიდან გამომდინარეობს, დანარჩენ შემთხვევაში არის პირადი და პარტიული ეგოიზმი, ერთმანეთის აუტანლობა და გაუტანლობა.„როცა ფუნდამენტურად არასწორ პოლიტიკას ეწევი და პოლიტიკა მთლიანად ტყუილსა და მანიპულაციაზე არის დამყარებული, ადრე თუ გვიან, ის ასეთ სავალალო შედეგებს იძლევა. ის, რომ ამომრჩევლის ნებას გვერდზე ისვრი, სხვისი კარნახით მოქმედებ და სხვისი მიზნების მიღწევის იარაღად იქეცი, საბოლოო ჯამში, ეს ბუმერანგივით გიბრუნდება. ოპოზიციაში შიდა არეულობა და ურთიერთდაპირისპირება ამ მიზეზებიდან გამომდინარეობს. დანარჩენ შემთხვევაში არის პირადი და პარტიული ეგოიზმი, ერთმანეთის აუტანლობა და გაუტანლობა. ეს არის ის, რაც ოპოზიციას სჭირს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია